„Maybe I'm Amazed“ — ინგლისელი მუსიკოს პოლ მაკ-კარტნის სიმღერა, რომელიც პირველად გამოიცა მის 1970 წლის ალბომზე McCartney. სიმღერა მუსიკოსმა მიუძღვნა მეუღლე ლინდა მაკ-კარტნის.
ჯგუფ Wings-ის მიერ 1976 წლის ამერიკული ტურნეს ფარგლებში შესრულებული ვერსია გამოიცა სინგლის სახით და აშშ-ში საუკეთესო 10-ეულში შევიდა, ხოლო ბრიტანეთში 26-ე პოზიციაზე მოხვდა.[1][2] მაკ-კარტნის ალბომში შეტანილი ვერსია ოფიციალური სინგლის სახით არასოდეს გამოცემულა.
- ↑ Paul McCartney Charts and Awards. allmusic. ციტირების თარიღი: 2011-10-13.
- ↑ Official Charts: Paul McCartney. The Official UK Charts Company. ციტირების თარიღი: 2011-10-13.